AI-მზაობის ჩარჩო
პირადი AI-მზაობის ინდექსი
პერსონალური AI მზაობის ინდექსი (pAIRI) აჩვენებს, სად ხართ დღეს ხელოვნური ინტელექტის ათვისების პროცესში ხუთი მთავარი განზომილების მიხედვით. ამის ცოდნა კი დაგეხმარებათ, დაინახოთ, რაზე უნდა იმუშაოთ შემდეგ. ამ კითხვარს სწორი ან არასწორი პასუხები არ აქვს. გთხოვთ, თითოეულ კითხვაზე პასუხად აირჩიეთ ის, რასაც რეალურად აკეთებთ დღეს და არა ის, რისი კეთებაც გინდათ ან რის სწავლასაც გეგმავთ.
სიმწიფის დონეები
ტრადიციული შეფასებებისგან განსხვავებით, აქ წარმატების მიზანი „AI-სთვის მზაობაა“ (დონე 2), და არა ექსპერტობა.
შეზღუდული ცოდნა, AI-სთან აქტიური შეხება ჯერ არ აქვს.
პერსონა: დამკვირვებელი · ქულა < 1.00
ცნობისმოყვარე მკვლევარი - AI-ჩატბოტები ან აგენტები უკვე გამოცადა, მაგრამ სამუშაო პროცესში ჯერ არ დაუნერგავს.
პერსონა: მაძიებელი · ქულა < 2.00
წარმატების სამიზნე დონე. AI ინსტრუმენტებს და/ან აგენტებს იყენებს რეგულარულად და იღებს გაზომვად შედეგების.· მიზანი
პერსონა: პრაქტიკოსი · ქულა < 3.00
ავტომატიზაციის შემდგომი ეტაპი - სამუშაო პროცესს აქტიურად გარდაქმნის და ამისთვის საქმის ნაწილს ადელეგირებს AI აგენტებზე, ხოლო ნაწილს აფუძნებს ადამიანურ შეფასებებზე; წარმართავს ტრანსფორმაციის ინიციატივებს.
პერსონა: Builder (ქმნის AI გადაწყვეტილებებს) · ქულა < 4.00
რუტინულ ამოცანებს AI აგენტები დამოუკიდებლად ასრულებენ; ადამიანი პასუხისმგებელია შეფასებაზე, კონტროლსა და სტრატეგიული მიმართულების მიცემაზე. მუდმივად ცვლის სამუშაოს დიზაინს და არგებს AI-ის შესაძლებლობებს
პერსონა: Pioneer (იწყებს ახალ AI ინიციატივებს) · ქულა 4.00–5.00
ხუთი მიმართულება
მიმართულება 1აზროვნება
5 განზომილება
აზროვნება
თქვენი პირადი დამოკიდებულება და ქცევა AI-ის ათვისების მიმართ. ხუთი განზომილება ფარავს AI-ის ათვისების მთელ პროცესს - გაგება-გააზრებას, სწავლას, თქვენი როლის პოზიციონირებას, AI-ზე ამოცანების/დავალებების დელეგირებას და ინიციატივებს.
AI-ის გააზრება
როგორ აღწერდით, რამდენად კარგად გესმით AI-ის პოტენციალი თქვენს საქმეში/სამუშაოში?
ეს ნაწილი ეხება იმ ცოდნას, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია დღეს AI-ის. იმის ცოდნა, როდისაა AI რეალურად სასარგებლო და რა არის მისი სუსტი მხარეები, საქმეში მისი ეფექტიანად გამოყენების საფუძველია.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)არ გამომიკვლევია, რას აკეთებს AI და როგორ შეიძლება მოერგოს ის ჩემი ტიპის სამუშაოს
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)ზოგადად ვიცი, რას აკეთებენ AI ჩატბოტები, მაგრამ მკაფიოდ ვერ ვხედავ, რაში გამოდგება AI და რა სუსტი მხარეები აქვს
- AI Ready (AI-ისთვის მზად)შემიძლია მარტივი სიტყვებით ავხსნა, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია საიმედოდ დღეს AI პროდუქტებს და ინსტრუმენტებს
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)AI იმდენად კარგად მესმის, რომ შემიძლია შევაფასო, რომელი ამოცანაა მისთვის შესაფერისი და დავასახელო AI-ისთვის დამახასიათებელი შეცდომები
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ექსპერტულ დონეზე შემიძლია განვსაზღვრო AI-ის, მათ შორის ახალი პროდუქტების, შესაძლებლობები და შეზღუდვები
სწავლის ტემპი
როგორ ეცნობით და ითვისებთ AI სიახლეებს?
AI სწრაფად იცვლება. მთავარია, სიახლეებს რეგულარულად ეცნობოდეთ, რათა თქვენი უნარები და ცოდნა არ მოძველდეს.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)აქტიურად არ ვეცნობი
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)სიახლეებს შემთხვევით ვიგებ ხოლმე
- AI Ready (AI-ისთვის მზად)რეგულარულად ვადევნებ თვალს ან გავდივარ ტრენინგებს/კურსებს
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)ინფორმაციას რეგულარულად ვიღებ სხვადასხვა წყაროდან და მიღებული ცოდნა ნაწილობრივ გადამაქვს პრაქტიკაშიც
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ყოველდღიურად ვადევნებ თვალს, ახალ პროდუქტებს ვტესტავ და მიღებული ცოდნა რეგულარულად გადამაქვს პრაქტიკაში
როლის პოზიციონირება
რამდენად მოამზადეთ თქვენი როლი AI-ით გამოწვეული ცვლილებებისთვის?
AI ცვლის სამუშაოებს და მუშაობის პროცესს. ეს ნაწილი ეხება იმის განსაზღვრას, გესმით თუ არა, თქვენი საქმის რომელი ამოცანების შესრულება შეუძლია AI-ის, რათა თქვენი მეტი დრო დაუთმოთ საქმეებს, რომელსაც ადამიანური აზროვნება და შეფასება სჭირდება.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)არ მიფიქრია, როგორ ცვლის AI ჩემს როლს.
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)ვიცი, რომ AI ჩემს სამუშაოზე იმოქმედებს, მაგრამ კონკრეტულ ამოცანებზე გავლენა არ შემიფასებია
- AI Ready (AI-ისთვის მზად)განსაზღვრული მაქვს, ჩემი ამოცანებიდან რომელია რუტინული და AI-ზე დელეგირებადი და რომელს ვერ ვანდობ AI-ს
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)რამდენიმე რუტინული ამოცანა უკვე გადავაბარე AI-ს და ახლა დროის დიდ ნაწილს ვუთმობ ფიქრს და უფრო მაღალი ღირებულების საქმეებს
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ჩემი რუტინული სამუშაოს დიდი ნაწილი AI-ს გადავაბარე და მის განვითარებასთან სულ უფრო მეტ საქმეს ვანდობ
დელეგირების მზაობა
რამდენად მზად ხართ, სამუშაო გადააბაროთ AI-სა და აგენტებს და შედეგს გაუწიოთ ზედამხედველობა?
ეს ნაწილი ეხება იმას, თუ რამდენად მზად ხართ, ამოცანა AI-ს გადააბაროთ და შედეგი შეამოწმოთ, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი თავად შეასრულოთ.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)სამუშაოს თავად ვასრულებ; ამოცანას შესასრულებლად AI-ს/AI აგენტს არ გადავაბარებდი.
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)AI-ს ვანდობ მონახაზის მომზადებას ან მას დამხმარედ ვიყენებ, მაგრამ სამუშაოს დიდ ნაწილს მაინც თავად ვასრულებ. არ ვენდობი, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
- AI Ready (AI-ისთვის მზად)მთლიან ქვეამოცანებს AI-სა და აგენტებს ვაბარებ და შედეგს ვაკონტროლებ, იმის ნაცვლად, რომ ეს ნაწილები თავად შევასრულო.
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)მრავალეტაპიან სამუშაოს, როგორც წესი, აგენტებს ვაბარებ და პროცესში მხოლოდ კონტროლის წერტილებში ვერევი, იმის ნაცვლად, რომ თითოეული ეტაპი თავად გავიარო.
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)როგორც წესი, AI აგენტების ზედამხედველის როლში ვარ. დელეგირებისა და კონტროლის მიდგომით ვმუშაობ და აგენტების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, მიზანმიმართულად ვწყვეტ, რა გადავაბარო და რა დავიტოვო.
ინიციატივები და ექსპერიმენტები
რამდენად პროაქტიულად (საკუთარი ინიციატივით) გამოცდით ხოლმე AI-ს ახალი ამოცანებისთვის?
ეს ნაწილი ეხება თქვენს ინიციატივებს, გამოცადოთ AI-ის გამოყენება ახალი ამოცანების ან პრობლემების გადასაწყვეტად დამოუკიდებლად ისე, რომ ამის დავალება სხვისგან არ მიიღოთ.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)ვიყენებ ჩემთვის უკვე ნაცნობ მეთოდებს; ახალ ამოცანებზე AI-ს არ ვცდი
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)AI ახალ ამოცანაზე ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ მხოლოდ სხვისი რჩევით
- AI Ready (AI-ისთვის მზად)თვეში ერთხელ მაინც, ისეთ ამოცანაზე რომლისთვისაც მანამდე არ გამომიყენებია
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)თითქმის ყოველ კვირას და პრაქტიკაში გადამაქვს ის მეთოდები, რომელიც ამართლებს
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)თითქმის ყოველდღე ვატარებ ექსპერიმენტებს და წარმატებულ მაგალითებს სამუშაო პროცესში ვაინტეგრირებ
მიმართულება 2ეთიკა და პასუხისმგებლობა
3 განზომილება
ეთიკა და პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლიანი AI-ის პრინციპების გაცნობიერება და გამოყენება — ეთიკა, რისკების ამოცნობა და AI-ის პასუხებისა და ქმედებების კრიტიკული შეფასება.
ეთიკის საკითხების შესახებ ცოდნა
რამდენად იცნობთ AI-ის ეთიკის და პასუხისმგებლიანობის პრინციპებს?
AI-ს პასუხისმგებლიანად გამოყენება იწყება ისეთი საბაზისო ცნებების ცოდნით, როგორიცაა სამართლიანობა და მიკერძოებულობა. ეს ნაწილი AI-ის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენს ცოდნაზეა.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)AI-ის ეთიკურ საკითხებზე ჯერ არ მიფიქრია
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)გამიგია AI-ის მიკერძოების და სამართლიანობის ცნებები, მაგრამ პრაქტიკაში არ გამომიყენებია
- AI Ready (AI-ისთვის მზად)შემიძლია ეთიკური საკითხების ამოცნობა და AI-ის პასუხში მიკერძოების შემოწმება
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)AI-ის შეფასებისას ვხელმძღვანელობ ეთიკის პრინციპებით და პრობლემურ საკითხებს შესაბამის პირებთან განვიხილავ
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)მხარს ვუჭერ პასუხისმგებლიან AI პრაქტიკებს და თავადაც მაქვს გავლენა AI პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებზე
რისკების გაცნობიერება
რამდენად კარგად შეგიძლიათ AI-ისთან დაკავშირებული რისკების ამოცნობა?
AI შეიძლება შეცდეს — არასწორი პასუხები, კონფიდენციალურობის დარღვევა და სხვა. მთავარია, წინასწარ ამოიცნოთ, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ეს ნაწილი შეეხება თქვენს უნარეს, ამოიცნოთ, რა შეიძლება შეეშალოს AI-ს, სანამ ეს პრობლემა გახდება.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)არ ვიცნობ AI-ის კონკრეტულ რისკებს
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)AI-ის რისკებზე მსმენია, მაგრამ არ შემიფასებია ჩემს სამუშაოსთან მიმართებაში
- AI Ready (AI-ისთვის მზად)შემიძლია 3 ან მეტი ტიპური რისკის დასახელება, მათ შორის იმ AI პროდუქტებისთვის, რომლებიც ჩემს ნაცვლად მოქმედებს (აგენტები)
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)ახალი ინსტრუმენტის გამოყენებამდე ვამოწმებ რისკებს, მათ შორის, რისი ნახვა და დამოუკიდებლად გაკეთება შეუძლია AI-ს და წინასწარ განვსაზღვრავ რისკების შემცირების გზებს
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ვქმნი AI-ის უსაფრთხო გამოყენების წესებსა და შემოწმების პროცესებს, რომლებსაც სხვებიც იყენებენ.
GenAI და კრიტიკული აზროვნება
რამდენად კარგად შეგიძლიათ AI-ის პასუხების და მოქმედებების სიზუსტისა და სანდოობის შეფასება?
AI შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაინც ცდებოდეს. ეს ნაწილი ეხება იმას, ამოწმებთ თუ არა AI-ის პასუხებსა და შედეგებს მანამ, სანამ მათ ენდობით და გამოიყენებთ.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)როგორც წესი გადამოწმების გარეშეც ვენდობი
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)ვიცი, რომ AI შეცდომებს უშვებს, მაგრამ გადამოწმების სისტემური ჩვევა ჯერ არ მაქვს
- AI Ready (AI-ისთვის მზად)მნიშვნელოვან ფაქტებს, ციფრებსა და მოთხოვნებს წყაროსთან ვადარებ და AI-ის შესრულებულ მოქმედებას დადასტურებამდე ვამოწმებ.
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)დანერგილი მაქვს AI-ის კონტენტის ან აგენტის მოქმედებების გადამოწმების სისტემური პროცესი
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ორგანიზაციისთვის ვქმნი AI-ის პასუხების ან აგენტების მოქმედებების შემოწმების და ზედამხედველობის პროცესებს
მიმართულება 3ღირებულების შექმნა
2 განზომილება
ღირებულების შექმნა
AI-ის შესაძლებლობების იდენტიფიცრება თქვენს სამუშაოში და მათი რეალიზება ისე, რომ პროდუქტიულობა გაზომვადად გაიზარდოს.
გამოყენების შემთხვევების (Use Case) იდენტიფიცრება
რამდენად კარგად შეგიძლიათ AI-ის გამოყენების შესაძლებლობების (Use Case) იდენტიფიცირება თქვენს სამუშაოში?
AI მხოლოდ მაშინ დაგეხმარებათ, როცა ხვდებით და ხედავთ, სად შეიძლება მისი გამოყენება. მთავარია, შეძლოთ თქვენი სამუშაოს იმ ამოცანების განსაზღვრა, რომლისთვისაც AI დროს დაგიზოგავთ ან დამატებით ღირებულებას შექმნის.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)ვერ ვხედავ, როგორ უკავშირდება AI ჩემს სამუშაოს
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)ვიკვლევ გამოყენების მაქსიმუმ ერთ შესაძლო შემთხვევას
- AI Ready (AI-ისთვის მზად)გამოვყავი 2–3 კონკრეტული ამოცანა, რომლებშიც AI დამეხმარებოდა
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)მაქვს AI-ს გამოყენების შემთხვევების (Use Case) პრიორიტეტული სია თითოეულის პოტენციური ღირებულების შეფასებით
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ჩემს სამუშაოში AI-ის ხუთი ან მეტი გამოყენების შემთხვევა (Use Case) დავნერგე, თითოეული დადასტურებული და დოკუმენტირებული შედეგებით/სარგებლით
პროდუქტიულობის ზრდა GenAI-ის დახმარებით
რამდენად გაზარდა GenAI-მ თქვენი პირადი პროდუქტიულობა?
ერთია, იცოდე, რომ AI დაგეხმარება, ხოლო მეორეა რეალურად დაზოგო დრო. მთავარია, რამდენ დროს ზოგავთ AI-ის დახმარებით ყოველდღიურ სამუშაოში.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)GenAI-ს სამუშაოსთვის არ ვიყენებ
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)GenAI-ს ხანდახან ვიყენებ და მცირედ, თუმცა არსებითად ვზოგავ დროს
- AI Ready (AI-ისთვის მზად)GenAI-ს რეგულარულად ვიყენებ და კონკრეტულ ამოცანებზე კვირაში 2–4 საათს ვზოგავ
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)GenAI ჩემი ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია და კვირაში 5+ საათს ვზოგავ
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)GenAI-მ ჩემი მუშაობის წესი შეცვალა - კვირაში 10+ საათს ვზოგავ და ამოცანები გადავაკეთე ისე, რომ AI-ისთვის მომერგო
მიმართულება 4მონაცემთა წიგნიერება
2 განზომილება
მონაცემთა წიგნიერება
მონაცემებთან მუშაობა AI-ის კონტექსტში — მონაცემთა ვარგისიანობის შეფასება და მათთან პრაქტიკული მუშაობა.
მონაცემთა შეფასება
რამდენად კარგად აფასებთ, გამოადგება თუ არა თქვენი ინფორმაცია (დოკუმენტები, ჩანაწერები, ცხრილები) AI-ისთვის მიცემული დავალებისთვის?
AI-ის შედეგი მხოლოდ ისეთი ხარისხისაა, როგორიც მისთვის მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები. მონაცემებში აქ იგულისხმება ყველაფერი, რასთანაც მუშაობთ, მათ შორის, დოკუმენტები, ჩანაწერები, მეილები და ცხრილები. მთავარია, შეგეძლოთ იმის შეფასება, არის თუ არა ეს მონაცემები საკმარისად ზუსტი და სრულყოფილი AI-ის მიერ გამოსაყენებლად.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)დარწმუნებული არ ვარ, როდის არის მონაცემები AI-ისთვის მზად
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)მესმის მონაცემების ხარისხის მნიშვნელობა, მაგრამ ჯერ კონკრეტული მოთხოვნები არ განმისაზღვრავს
- AI Ready (AI-ისთვის მზად)მესმის ხარისხის მოთხოვნები როგორც ცხრილური მონაცემებისთვის, ისე დოკუმენტებისა და ტექსტებისთვის
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)შემიძლია მონაცემების ხარისხის შეფასება, გაუმჯობესება და ვალიდაცია AI პროექტებში გამოსაყენებლად
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ორგანიზაციაში ვადგენ მონაცემთა ხარისხის სტანდარტებს
მონაცემებთან თავისუფლად მუშაობა
რამდენად თავისუფლად მუშაობთ მონაცემებთან და ამზადებთ მათ (დოკუმენტებს, ჩანაწერებს, ცხრილებს) AI პროდუქტებში გამოსაყენებლად?
ეს ეხება იმას, თუ რამდენად თავისუფლად მუშაობთ ინფორმაციასთან, მაგალითად, ახარისხებთ, ასუფთავებთ და ამზადებთ ისე, რომ AI-მ გამოიყენოს. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ცხრილებს, არამედ დოკუმენტებს, მეილებს და ჩანაწერებსაც.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე მონაცემების დახარისხებაზე ან AI-სთვის მომზადებაზე არ მიმუშავია.
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)შემიძლია ვიმუშაო მარტივ ცხრილებთან და შევასრულო მონაცემებთან დაკავშირებული მარტივი ამოცანები
- AI Ready (AI-ისთვის მზად)მონაცემთა ანალიზი, გრაფიკების შექმნა და დასკვნების გამოტანა ჩემი სამუშაოს ნაწილია
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)შემიძლია მონაცემების გაწმენდა, გარდაქმნა და AI-ისთვის მომზადება
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)შემიძლია მოუწესრიგებელი და შერეული მონაცემების, ცხრილების, დოკუმენტებისა და ტექსტების, დამოუკიდებლად დამუშავება და AI-ისთვის სრულად მომზადება
მიმართულება 5ინსტრუმენტები და ტექნიკური უნარები
3 განზომილება
ინსტრუმენტები და ტექნიკური უნარები
AI-ინსტრუმენტებსა და აგენტებთან პრაქტიკული მუშაობის უნარი — მათი ფლობა, დავალების მკაფიო ფორმულირება და AI გადაწყვიტელებების (Solutions) აწყობა.
ინსტრუმენტებისა და აგენტების ფლობა
რამდენად კარგად ფლობთ AI ინსტრუმენტებსა და AI აგენტებს?
ეს ნაწილი ეხება იმას, თუ რამდენად თავდაჯერებულად იყენებთ AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურად (მარტივი, პროდუქტებში ინტეგრირებული ფუნქციებიდან უფრო რთული ამოცანებისთვის განკუთვნილ AI პროდუქტებამდე).
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)ჯერ არცერთი AI ინსტრუმენტი ან აგენტი არ გამომიყენებია
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)გამომიყენებია მარტივი AI ფუნქციები აპლიკაციებში (მაგ. მართლწერის შემოწმება) ან AI აგენტი მარტივი ამოცანისთვის (მაგ. ფაილების დახარისხება)
- AI Ready (AI-ისთვის მზად)რეგულარულად ვიყენებ რამდენიმე AI ინსტრუმენტს ან აგენტს მრავალეტაპიანი ამოცანებისთვის
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)AI ხელსაწყოებს ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ვაინტეგრირებ ან გუნდისთვის ვაწყობ AI აგენტს ჩემი ინსტრუქციებითა და შეზღუდვებით
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ვიყენებ ხელსაწყოების და აგენტების ფართო სპექტრს (5 ან მეტი), ახალ ინსტრუმენტებს გამოსვლისთანავე ვითვისებ და ვარგებ რეალურ ამოცანებს
დავალების ფორმულირება
რამდენად კარგად აყალიბებთ დავალებებსა და მოსალოდნელ შედეგებს AI ხელსაწყოებისა და აგენტებისთვის?
AI საუკეთესო შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც მკაფიოდ უხსნით, რისი მიღება გინდათ. მთავარია, აღწეროთ მიზანი, შეზღუდვები და სასურველი შედეგი.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)მიჭირს მკაფიოდ და კონკრეტულად განვსაზღვრო, რისი მიღება მინდა AI-ისგან
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)შემიძლია AI ხელსაწყოებისთვის მარტივი მითითებების/პრომპტების დაწერა და ამოცანების აღწერა
- AI Ready (AI-ისთვის მზად)შემიძლია რთული სამუშაოს დაშლა ნაბიჯებად და თითოეულისთვის ინსტრუქციების გაწერა, მათ შორის შეზღუდვების და სასურველი შედეგის განსაზღვრა
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)AI-ისთვის განვსაზღვრავ მრავალეტაპიან დავალებებს, ადამიანის ჩართულობის საჭიროებებს, პრომპტის შაბლონებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმები (Evals)
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ვქმნი მრავალჯერადი გამოყენების შაბლონებს (Templates) და გაიდლაინებს გუნდებისთვის, რათა მათ დავალებები გადააბარონ AI-ს
AI-ის გამოყენებით შექმნა და ორკესტრირება
რამდენად კარგად შეგიძლიათ AI-ს გამოყენება რეალური შედეგის მისაღებად ან რამდენიმე AI პროდუქტის ერთად ამუშავება?
ეს გულისხმობს AI-ს გამოყენებას რეალური პროდუქტის შესაქმნელად, არა მხოლოდ საუბრისთვის, არამედ ხელშესახები შედეგის, მაგალითად, დოკუმენტების, ანგარიშების ან მარტივი ინსტრუმენტების შესაქმნელად.
- AI Unaware (AI-ს კარგად არ იცნობს)კითხვების დასმის გარდა, AI რაიმე სამუშაოს შესასრულებლად არ გამომიყენებია.
- AI Aware (საბაზისოდ იცნობს AI-ს)AI-ს ვიყენებ დოკუმენტების, წერილებისა და მარტივი კონტენტის მოსამზადებლად (მაგ., ჩატბოტით ან ტექსტის გენერატორი AI ხელსაწყოებით).
- AI Ready (AI-ისთვის მზად)AI-ს ვიყენებ რეალური სამუშაოს შესასრულებლად, მაგ.: მონაცემებიდან რეპორტების, პრეზენტაციების ან დოკუმენტების შესაქმნელად
- AI Competent (კომპეტენტური AI-ის გამოყენებაში)AI-ის დახმარებით ვქმნი მარტივ ხელსაწყოებს ან დროის დაზოგვისთვის ვორქფლოებს, შემიძლია რამდენიმე AI ნაბიჯის ერთმანეთთან დაკავშირება
- AI Catalyst (აჩქარებს ორგანიზაციაში AI-ის ათვისებას)ვქმნი AI გადაწყვეტილებებს, სადაც რამდენიმე AI აგენტი ერთად მუშაობს, ზოგიერთი ამოცანა დამოუკიდებლად დაგეგმილად სრულდება და ვადგენ ადამიანის ჩართულობის ეტაპებს. ეს გადაწყვეტილებები ბიზნესში ყოველდღიურად გამოიყენება.
ჩარჩო ეფუძნება pAIRI v3.1-ს (Laurence Liew / airi.foundation, CC BY 4.0), ქართულ ენაზე ადაპტირებული GAIA-ს მიერ.